მოვაწყეთ ჩვენს ბლოგზე ატვირთული პორტფოლიოების პრეზენტაცია, რაც მეტად საინტერესოდ წარიმართა.
მოვუსმინეთ თვითოეულ გამომსვლელს და ვიმსჯელეთ მათი თემის შესახებ.
ეს ტრენინგი იყო მეტედ ნაყოფიერი. შევისწავლეთ ბევრი კარგი უნარი, რომელსაც გამოვიყენებთ ყოველდღიურ სწავლებაში.
დიდი მადლობა ბატონ გიორგი ცინცაძეს მეტად საინტერესო ტრენინგისთვის.
გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. მოვიძიეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები და ჩავსვით პროექტის გეგმაში. დავწერეთ სტანდარტის შესაბამისი სტუდენტის ამოცანები და სწავლის შედეგები.
განვიხილეთ ერთმანეთის კითხვები და შევადგინეთ ჩვენი პროექტისათვის ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური კითხვები.
დავათვალიერეთ აზროვნების ზედა დონის უნარ - ჩვევების ნიმუშები, ბლუმის ტაქსონომიის "საფუძველზე შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი უნარები და ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურების დაზუსტებაზე ..
საინტერესო იყო ტრენინგის ყოველი დღე, ბევრი ახალი რამ შევისწავლეთ. დიდი მადლობა ბატონ გიორგი ცინცაძეს.
განვიხილეთ ინტელის პროგრამის კურსი – ,,პროექტებით სწავლება". შვქმენით საკუთარი პორტფოლიოები, ვისწავლეთ ინტერნეტიდან ფაილების ჩამოტვირთვა ჩვენს პორტფოლიოებში.განვიხილეთ სხვადასხვა პროექტების ნიმუშები, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული. ვიმუშავეთ მომავალი პროექტების თემის არჩევაზე.